საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 და 18 ნოემბერს გასვლით ევროშესარჩევ მატჩებს გამართავს. პარასკევს ახალგაზრდა ჯვაროსნები საფრანგეთს შეხვდებიან, ხოლო ორშაბათს სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან. გია ცეცაძემ აღნიშნული მატჩებისთვის დინამოდან დავით კობოური და ნიკა ნინუა მიიწვია. ასევე ნაკრებშია გამოძახებული სხვადასხვა კლუბებში იჯარით მყოფი დინამოელები - გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი) და გიორგი კუცია (დილა).