თბილისელებმა ისარგებლეს სანაკრებო პაუზით და დღეს დინამო არენაზე ამხანაგურ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ თელავს უმასპინძლეს. ფელის ვისენტემ შემადგენლობაში როტაციას მიმართა და ძირითადში ახალგაზრდული შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დააყენა, პირველი გუნდის ფეხბურთელთა ნაწილი კი სამწვრთნელო შტაბმა დაასვენა. მატჩი მთლიანობაში მასპინძლებმა აქტიურად ჩაატარეს და ორივე ტაიმში არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა ბოლო მომენტში დედაქალაქელთა შემტევები ცოდავდნენ ან თელაველთა გოლკიპერი თამაშობდა საიმედოდ. საბოლოოდ არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად ამხანაგური მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ დინამოელები 35- ე ტურის შეხვედრას 24 ნოემბერს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავენ.
დინამო 0:0 თელავი
დინამო: ლიტოვჩენკო, რუხაია, კალანდაძე, ჯანგიძე, კაპლიენკო, მექვაბიშვილი, შიშკა, ზარია, შულაია, კვირკვია, კარიკარი
შეცვლაზე შევიდნენ: მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ფარულავა, გულდედავა, დაფე, აწყურელი