• Geo
  • Eng
20.08.2019
20 აგვისტო დინამოს ისტორიაში

სამშაბათს 20 აგვისტოს დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს შეხვდება. ეროვნული პირველობის 23- ე ტურის მატჩი წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

20 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენმა გუნდმა ოთხი შეხვედრა მოიგო და ექვს მათგანში დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს სასარგებლოდაა 20/14.

1937 წელს ჩვენი გუნდი მოსკოვში სახალხო გუნდთან 0:2 დამარცხდა. 1955 წელს მოსკოვში ლოკომოტივთან წავაგეთ 0:1. ორი წლის შემდეგ ისევ მოსკოვი და ამჯერად მარცხი თანაკლუბელებთან 2:4. გოლები სიომა ბარქაიამ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. 1978 წელს დინამომ ტაშშკენტის პახტაკორი მიიღო და სამი უპასუხო ბურთით აჯობა. ვიტალი დარასელიას დუბლს ერთი გოლი რამაზ შენგელიამ მიამატა. 1987 წელს დონეცკში დავმარცხდით შახტიორთან მინიმალური ანგარიშით 0:1.

1991 წელს თბილისელებმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლეს და 4:2 აჯობეს. გოლები შოთა არველაძემ, გელა ინალიშვილმა, ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 2001 წელს დედაქალაქელებმა ზესტაფონის მეტალურგი 6:1 დაჯაბნეს. მიხეილ ბობოხიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ვლადიმერ ბურდულის ანგარიშზეა და ერთი გოლიც ალეკო ამისულაშვილმა გაიტანა. 2005 წელს ზესტაფონმა იმარჯვა 1:0, მომდევნო სეზონში კი ამერმა მოუგო დინამოს 2:0. 2017 წელს თბილისელებმა საჩხერის ჩიხურა მიირეს და დიდი ანგარიშით 5:0 აჯობეს მეტოქეს. ბექა მიქელთაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი აკაკი შულაიამ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს, ერთის ავტოგოლი თორნიკე გრიგალაშვილის ანგარიშზეა.

1996 წელს უეფას თასის მეორე ეტაპზე დინამო ნორვეგიულ მიოლდეს გატანილი გოლების გარეშე დაუზავდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024