დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე 17 წლამდელთა ელიტ ლიგის მორიგი ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ მარტვილის სალხინოს უმასპინძლა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი მორიგ ტიტულს უმიზნებს და ტროფეის მოპოვებასთან ორ დარჩენილ შეხვედრაში ერთი ქულის აღებაღა აშორებს. დედაქალაქელებმა სტუმრებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და შეხვედრის მსვლელობაც თავიდან ბოლომდე აკონტროლეს. ჯინჯოლავამ დუბლი შეასრულა, თითო გოლიც გეგიაძემ და იობაშვიმა გაიტანეს. მომდევნო მატჩს დინამოელები 1 დეკემბერს რუსთავში სფფ- ს აკადემიასთან ჩაატარებენ.
U17 დინამო 4:0 სალხინო
U17 დინამო: ჯოჯუა, კვარაცხელია, ერაძე, სალუქვაძე, მირზიკაშვილი, მაისურაძე, ბზეკალავა, ოსეყმაშვილი, ჯინჯოლავა, ჩხეტიანი, ქოჩაკიძე
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, ხორავა, შალიკაშვილი, გეგიაძე, მიქაუტაძე, გაგნიძე, იობაშვილი