• Geo
  • Eng
11.01.2012
დინამოში კიდევ ერთი ახალწვეულია

ჩვენ გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. პერსპექტიული მეკარე, ეროვნული ნაკრების კანდიდატი, საქართველოს თასის მფლობელი – კონსტანტინე სეფიაშვილი. ხელშეკრულება ითვალისწინებს სამ წლიან თანამშრომლობას. კოკა დინამოში ს/კ. გაგრადან გადმოვიდა, ხოლო მანამდე მერანში, სპარტაკში და სიონში ასპარეზობდა.

კოკა სეფიაშვილი – ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ისეთ გუნდში მომიწევს თამაში, როგორიც დინამო თბილისია. დინამოში გადმოსვლა ჩემს კარიერაში დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ტრავმის გამო სამი წელი გამიცდა და გაგრაში სადებიუტო შეხვედრა დინამოს წინააღმდეგ გავმართე, ვფიქრობ. დინამოს წინააღმდეგ გამართული მატჩი ჩემს კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესო იყო.  გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩავატარე და ბიჭებმა ძალიან თბილად მიმიღეს. თუ არ ჩავთვლით ესპანელ ფეხბურთელებს, მოთამაშეთა უმეტესობას დიდი ხანია ვიცნობ და აქედან გამომდინარე,  გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს.  

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024