დინამო არენაზე 31- ე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ლოკომოტივი მიიღო. მატჩი დაბალ რიტმში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი დებიუტში ლოკომოტივმა შექმნა - ირაკლი სიხარულიძის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მალევე მოიპოვეს. კვამე კარიკარის მიერ მოედნის ცენტრში კარგი თამაშის შემდეგ გიორგი ზარია გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ბურთი ზევიდან გადაცდა კარს. 35- ე წუთზე კარიკარის დარტყმული ბურთი მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან. მატჩის 65- ე წუთზე ლევან კუტალია ამწვავებდა თამაშს, მისი სოლო რეიდი და დარტმა კი სანტიმეტრებში ასცდა კარს. ბოლო 10 წუთში სტუმრებმა უმატეს შეტევებს და დინამო მიჯრით სამჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს, თუმცა დამატებულ წუთებზე თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა და ლოკომოტივმა მოიგო. მომდევნო მატჩს დინამო საბურთალოს წინააღმდეგ 26 ოქტომბერს ჩაატარებს.
დინამო 0:1 ლოკომოტივი
გოლი: 0:1 თ. კირკიტაძე 90+4’
დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (რუხაია 61), პაპავა, ნინუა, ზარია (მჭედლიძე 74), დაფე (კუხიანიძე 61), კუტალია, კარიკარი
ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა, სამურკასოვი (თ. კირკიტაძე 76), შონია, გვალია, დ. კირკიტაძე (ჯიქია 91), კომახიძე, სიხარულიძე (შეყილაძე 95), გაბაძე
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი