• Geo
  • Eng
27.08.2019
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

29 აგვისტოს დინამო არენაზე ეროვნული პირველობის 26- ე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დინამო დილას უმასპინძლებს. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 65- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს. 46 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 6 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 163/39 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ხუთჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). 2018 წლის 5 ივლისს დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეასრულეს, ერთი გოლიც ლაშა თოთაძემ გაიტანა. ბოლოს ეს გუნდები გორში 2019 წლის 1 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 3:2 მორჩა. გორელთა კარში დუბლი ლევან შენგელიამ შეასრულა, ერთი გოლიც აბდელ მეჯუბის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024