საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. გოლები გიორგი გვიშიანის და ოთარ მამაგეიშვილის ანგარიშზეა. გიორგი ჩიტაურმა აღნიშნული მატჩის სასტარტო განაცხადში 5 დინამოელი გაამწესა: საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი, ლუკა გაგნიძე, გიორგი აბუაშვილი და ჯადული იობაშვილი. შეცვლაზე ლუკა სალუქვაძე, ნიკა უგრეხელიძე, გიორგი უბილავა და ზაურ სიჭინავა შევიდნენ.