დღეს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობათა გუნდი აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშებაში ჩაერთო.
საბურთალოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე დინამოელები პირველი ლიგის ბინადარ, ზოოვეტს დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 90 წუთის ამოწურვის შემდეგ, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. დინამოელებმა მეტოქე ზოოვეტს თერთმეტმეტრიანებში 4:3 სძლიეს.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:
ლეგაშვილი, მანაგაძე (ტვილდიანი), გურეშიძე (გაგნიძე), ჩაფიძე (სანდოხაძე), კაკულია, სარიშვილი, მუმლაძე, ჯავახიშვილი (ლობჟანიძე), ნიკვაშვილი (რუხაძე), კაჭარავა (ზივზივაძე), ნემსაძე (ფოცხვერია)
შეგახსენებთ, რომ ბენდელას თასის XXI გათამაშებაზე ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს ჩაატარებს.