ესპანელმა ახალწვეულმა ანდრეუმ, რომელიც ჩვენს გუნდს ბარსელონაში შეუერთდა, დინამოს შემადგენლობაში პირველი მატჩი გამართა. აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შეხვედრა ანდრეუმ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმი ითამაშა. იაპონიაში გამართული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ეს მისი პირველი თამაში იყო.
ანდრეუ – ვამაყობ, რომ დინამოს მაისური მაცვია. მსიამოვნებს აქ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ სპარინგი იყო, ძალიან გამახარა გამარჯვებამ. ნელ-ნელა უფრო კარგად გავიცნობ ჩემს ახალ თანაგუნდელებს და ვიმედოვნებ, რომ მალე სრული ურთიერთგაგება მექნება პარტნიორებთან.