დინამო თბილისის 10 წლამდე შემადგენლობა ვარსკვლავი 2019- ის გამარჯვებული გახდა. ტურნირი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა და სპაერის სტადიონზე გაიმართა. შალვა კვარაცხელიას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე საბურთალოს სკოლა, სამგორი და ოლიმპიკი დიდი ანგარიშით დაამარცხა. მეოთხედფინალში დინამოელებმა 35- ე სკოლის გუნდს 2:1 მოუგეს, ხოლო ნახევარფინალში ლომებს 7:0 აჯობეს. გადამწყვეტ მატჩში დინამო საბურთალოს დაუპირისპირდა. საინტერესო ფინალის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლურჯ-თეთრებმა იმარჯვეს და ტურნირის ოქროს მედლებიც დაისაკუთრეს. გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული დინამოელმა ნიკა მახარობლიშვილმა მიიღო.
დინამოელთა შემადგენლობა ტურნირზე: გიგი წიკლაური, მათე ჭელიძე, დავით ცქვიტაია, დავით ესვანჯია, გიორგი გერგედავა, სანდრო ნინიაშვილი, დავით კუპრეიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, ნიკოლოზ მახარობლიშვილი, ლუკა სხირტლაძე, გიორგი ჯამარაული, ანდრია ფოცხვერია, ანდრია ჩხაიძე, გაბრიელ მესხი, ამირან მესხიშვილი და ანდრია ბართიშვილი.