გუნდში 100-მდე ლეგიონერი ჩამოგვიყვანია და მათგან საუკეთესო...
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია ლეგიონერების ჩამოყვანაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"საქართველოში ლეგიონერის ჩამოყვანა ძალიან რთულია, რადგან კარგ ლეგიონერს არ უნდა აქ ჩამოსვლა. გადაუხადო დიდი ხელფასი, არ ნიშნავს იმას, რომ ის ლეგიონერი კარგი იქნება და გაამართლებს. უნდა ვეცადოთ, რომ ჩამოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გამოცდილია და თავის გუნდში ძირითადში ვერ ხვდება. 9 წელია დინამოში ვარ, ამ ხნის განმავლობაში 100-მდე ლეგიონერი ჩამოგვიყვანია და საუკეთესო ჩისკო იყო, დანარჩენებმა როგორ ითამაშეს, თავად განსაჯეთ. 4-5 ფეხბურთელის ჩამოყვანა გვინდა და როგორ გამოგვივა ეს ამბავი, ვნახავთ. როგორც გამოგვივა, ისეთი წარმატება გვექნება. ამჟამად, საკმაოდ კარგი ბირთვი გვყავს და რა თქმა უნდა, ახალ ტრანსფერებზეც ვმუშაობთ", – განაცხადა რომან ფიფიამ.
goal.ge