17 წლამდელთა ნაკრები სულ მალე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს პორტუგალიაში ჩაატარებს. ჭაბუკი ჯვაროსნები 13 ნოემბერს უკრაინას ხვდებიან, 16- ში პორტუგალიას ეთამაშებიან, ხოლო 19- ში ალბანეთს. გიორგი ჩიტაურმა ნაკრებში 11 დინამოელი მიიწვია: საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, დავით გოგოტიშვილი, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე და ზაურ სიჭინავა დაიცავენ ეროვნული ნაკრების ფერებს.
დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ კი ოქროს ლიგის მე- 15 ტურის მატჩი საგურამოში, უშუალო კონკურენტ ლოკომოტივთან გამართა და ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. გოლები დერბიში ლომინაძემ და მორჩილაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვებით გოჩა ჩიქოვანის გუნდმა 35 ქულა დააგროვა და თანაქალაქელებს 6 ქულით გაუსწრო. მომდევნო მატჩს დინამოელები ბათუმში 22 ნოემბერს ჩაატარებენ.
U17 ლოკომოტივი 0:2 დინამო
U17 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, ლომინაძე, ქოჩაკიძე, ზურებიანი, ომარაშვილი
სათადარიგო სკამი: შურღაია, ჯინჯოლავა, ბზეკალავა, იობაშვილი, გეგიაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია