ესპანურ შეკრებაზე მყოფმა დინამომ დღეს მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ესპანიოლს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით თავი ბრაზილიელმა რობერტინიომ და ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა გამოიჩინეს. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ერთ–ერთი გოლის ავტორს, ჩისკოს ვთხოვეთ.
ჩისკო – ვფიქრობ თამაშით კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, ისინი გუნდთან შეწყობას მალე შეძლებენ და აუცილებლად გაგვაძლიერებენ. დღევანდელ მეტოქეს რაც შეეხება, გუნდში ესპანიოლის ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც ცდილობენ პირველ გუნდში მოხვედრას და წარმატებულნი არიან თავიანთ კატეგორიაში. რაც შეეხება შეკრებას, საკმაოდ კარგი შეკრებაა, თავს კომფორტულად ვგრძნობ და მალაგაში უფრო შეკრული გუნდი ვიქნებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩემპიონატის სტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. ვიმედოვნებ ნელ–ნელა მივაღწევთ მიზანს.