დინამო თბილისის ვეტერანი - მიხეილ ჯოჯუა 1925 წელს თბილისში დაიბადა. დინამოს შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18- ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე ჩემპიონი. მიხეილ ჯოჯუა 92 წლის ასაკში შარშან გარდაიცვალა.