სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია GFF AWARDS 2019 გაიმართა, რომელშიც ნომინაციების მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს.
2019 წლის სეზონის საუკეთესო მეკარედ ხოსე პერალესი დასახელდა.
2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზით ნიკა ნინუა დაჯილდოვდა.
2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი 20 გატანილი გოლით ლევან კუტალია გახდა.
2019 წლის სეზონში გამორჩეულ 17 წლამდე ფეხბურთელებს - ლუკა გაგნიძეს (ოქროს მედალი) და გიორგი აბუაშვილს (ვერცხლის მედალი) ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.
2019 წლის ეროვნული ლიგის სიმბოლურ გუნდში კი ჩვენი კლუბიდან 5 ფეხბურთელი მოხვდა. მეკარე ხოსე პერალესი, ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი, ნახევარმცველები ნიკა ნინუა და ლევან შენგელია. ფორვარდი ლევან კუტალია.