1912 წლის 23 მარტს ჩვენი გუნდის ლეგენდარული მცველი და საკავშირო ჩემპიონატზე გუნდის პირველი კაპიტანი, სპორტის დამსახურებული ოსტატი - შოთა შავგულიძე დაიბადა. შავგულიძე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 1931 წლიდან 1940 წლამდე ასპარეზობდა და დინამოს ფორმით 112 შეხვედრა გამართა. არის 1939 და 1940 წლების საკავშირო პირველობის ვერცხლისმედალოსანი და 1936 წლის პრიზიორი. ორჯერ 1936 და 1937 წლებში ბროლის თასის ფინალში, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების მოთამაშე, 1941–1945 და 1962 წელს იყო გუნდის უფროსი , ხოლო 1945–1946 წლებში დინამოს მწვრთნელი. შოთა შავგულიძე 1963 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.