დინამო თბილისის დუბლშემადგენლობათა გუნდმა ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედოს დუბლიორთა გუნდს სძლია. საბურთალოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 4:4 დასრულდა. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, გამარჯვებულის გამოსავლენად, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები შეასრულეს. პენალტების სერიაში გამარჯვება დინამოელებმა მოიპოვეს. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა უშეცდომოდ დაარტყეს პენალტები, ჯამში კი 12:11 იმარჯვეს. ორი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამოელებს ოთხი ქულა აქვთ. გიორგი დევდარიანის შეგირდები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 28 იანვარს, აფრიკელი ფეხბურთელების დაკომპლექტებულ იუსი ბესტთან გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი მატჩის ფოტოები დინამოს Facebook–ზე