ჩვენი კლუბის საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ დინამოსთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით, 2021 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
გიორგიმ დასრულებულ საჩემპიონო სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით სულ 40 მატჩი ჩაატარა (34 ეროვნულ ჩემპიონატში, ერთი შეხვედრა თასზე და 5 მატჩიც ევროპა ლიგაზე).