• Geo
  • Eng
24.11.2019
მნიშვნელოვანი გამარჯვება გორში

დღეს გორში ეროვნული ჩემპიონატის 35- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დილამ დინამოს უმასპინძლა. ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან შეუტიეს მეტოქეს. ანგარიში დედაქალაქელებმა ტაიმის შუაში გახსნეს. ნიკა ნინუას ჩაწოდებულ საჯარიმოზე ოლექსანდრ კაპლიენკო აქტიურობდა, საბოლოოდ კი ბურთი ლუკა რაზმაძეს მოხვდა და ავტოგოლიც დაფიქსირდა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და 42- ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის ულამაზესი დარტყმის შემდეგ ჩვენი გუნდი ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უმატეს შეტევებს, თამაშიც უფრო ხისტი და დაძაბული გახდა. მატჩის 66- ე წუთზე გორელებს შეეძლოთ სხვაობის შემცირება, მაგრამ დინამოს კარი ძელმა იხსნა. ორმხრივი უშედეგო შეტევების შემდეგ დილამ მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა. ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მიკოლა კოვტალიუკმა შეძლო. საბოლოოდ დინამომ 2:1 იმარჯვა და მე- 17 საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა. ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 1 დეკემბერს დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.

 

დილა 1:2  დინამო

 

გოლი: 0:1 რაზმაძე (ა.გ.) 27’  0:2 ქავთარაძე 42’  1:2 კოვტალიუკი 90+3’

გაფრთხილება: ქავთარაძე 33’  გოშთელიანი 50’  ნონიკაშვილი 55’  კოვტალიუკი 63’  მონხილი 66’  ქიმაძე 72’  პერალესი 85’

 

დილა: ჩოჩიშვილი (ტიტვინიძე 46), გიორბელიძე, მირცხულავა, ჩადუნელი, ნონდი, რაზმაძე (სპანდერაშვილი 52), ფორტესი (სანტოსი 46), ნონიკაშვილი, იენდეუნტი, კოვტალიუკი, გოშთელიანი

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (შულაია 84), პაპავა, კუხიანიძე, ნინუა (ზარია 46), ქავთარაძე (დაფე 73), ქიმაძე, კუტალია

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024