• Geo
  • Eng
24.01.2012
გულვერდ თომაშვილი – დინამო გაცილებით უკეთესი გუნდი იქნება

ბარსელონაში ჩატარებული ბოლო, მესამე შეხვედრის დებიუტში ტერასასთან ჩვენი გუნდის სტაჟიან წევრსა და ერთ-ერთ ლიდერს გულვერდ თომაშვილს კუნთთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოედნის დატოვება მოუწია. გულვერდი ჯერ-ჯერობით ვერც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვერც კრაკოვიასთან მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გულვერდ თომაშვილი – ძველმა ტრავმამ იჩინა თავი. ახლა ინდივიდუალურად ვემზადები და სპეციალურ ვარჯიშებს ვატარებ. ვიმედოვნებ, რომ 2-3 დღეში გუნდთან ერთად შევძლებ ვარჯიშს. ჩემპიონატის სტარტის სრულფასოვან მზადყოფნაში შევხვდები. გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი არ ვარგოდა. მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო, შედარებაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამაზადებელ ეტაპზე, ასეთ შეხვედრებში შედეგს არ ექცევა არსებითი მნიშვნელობა, ცხადია ძალიან გულდასაწყვეტია მარცხი. ჩვენი გუნდის თამაშზე იმანაც იმოქმედა, რომ აქ მატჩის დღეს ჩამოვედით. უძილო ღამემ და მგზავრობამ ჩვენს თამაშსაც დააჩნია დაღი. ჩემი აზრით ხვალინდელი თამაში უკეთესი იქნება. მატჩიდან, მატჩამდე უნდა მოუმატოთ და ჩემპიონატის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. სერიოზულად გავძლიერდით. ეს მატება ძალიან დიდი ძალაა. ყველანი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. მერებაშვილიც დაგვიბრუნდა. მასთან ერთად გავიარეთ დინამოს აკადემია, დუბლები და წარმატებული რამდენიმე სეზონი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში. დინამო გაცილებით უკეთესი გუნდი იქნება. მთავარია მინიმალური შეცდომები დავუშვათ დარჩენილ თამაშებში. ლიდერთან სხვაობა დიდია, ჩემპიონობა ძნელი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა შანსი არის. სწორედ ამიტომ დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები და სერიოზულად ვემზადებით, რომ ჩვენი თავის იმედი გვაქვს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024