• Geo
  • Eng
26.01.2012
მაისურაძის შეგირდები ფინალში უკრაინას დაუპირისპირდებიან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, მინსკის ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც ითამაშა და ლატვიელ თანატოლებს ფრედ – 2:2 ეთამაშა. მოზარდი ჯვაროსნები 27 იანვარს, ტურნირის ფინალში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ლატვიელებთან შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ოთხი დინამოელი მოთამაშეც იცავდა: გიგა სამხარაძემ, ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა, თორნიკე მაჭავარიანმა ჯვაროსანთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. ვასილ მაისურაძის შეგირდები ფინალურ შეხვედრას 27 იანვრას, თბილისის დროით 17:00 საათზე, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024