ნორვეგიულ სტორმსგოდსეტთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, დინამო თბილისის ესპანელმა თავკაცმა, ალექს გარსიამ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის მცირედი კომენტარი გააკეთა.
ალექს გარსია – პირველი ტაიმი სწორად და გამართულად ვითამაშეთ. გაძევებამ იმოქმედა მატჩის მიმდინარეობაზე. 3-4-3 განლაგებაზე უარის თქმა მოგვიწია. მეორე ტაიმში შევცვალეთ სათამაშო სისიტემა და უმცირესობაში მყოფებმა მაინც მოვახერხეთ მოგება.