დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინული უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი - ვოლუნტარი იქნება.
თეთრი ბურგუნდიელების გუნდი 2010 წელს დაარსდა, ხოლო დებიუტი უმაღლეს ლიგაში 2015/16 სეზონში შედგა. ვოლუნტარი 4 600- იან ანგელ იორდანსეკუს სახელობის სტადიონზე თამაშობს, საკლუბო ფერები კი თეთრი, შავი და ბორდოსფერია.
ვოლუნტარისთვის ტიტულოვანი 2016/17 სეზონი გამოდგა, როდესაც რუმინელებმა ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, პენალტების სერიაში ასტრა დაამარცხეს და პირველი ტიტული მოიპოვეს. ამას კი რუმინეთის სუპერთსიც მიაყოლეს, დაამარცხეს რა 1-0 კონსტანცას ვიტორული.
რუმინელები თურქულ შეკრებაზე 12 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 15 იანვარს პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახურ ოკჟეტპესთან გამართა და მიჰაი ტეჯას გუნდი მეტოქეს 1-1 დაუზავდა.