დინამო თბილისის აკადემიისა და საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა კოლექტივმა, მინსკში გამართულ საერთშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. მოზარდი ჯვაროსნები ფინალურ შეხვედრაში უკრანელ თანატოლებთან 0:2 დამარცხდნენ და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ფინალურ შეხვედრაში ოთხმა დინამოელმა მოირგო ჯვაროსანთა მაისური. უკრაინელებთან შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას თანატოლ ფეხბურთელებთან ერთად ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, გიგა სამხარაძე და ივანე წილოსანი იცავდნენ.