ტოგოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი საიმონ ბენიო დინამოში ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
საიმონი სეგუნდა დივიზიონის მირანდესში გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი ეპინალის და ბეზიეს ღირსებას იცავდა. ახალწვეული ნახევარმცველი უკვე დინამოელებთანაა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს.