ესპანელ ლეგიონერებს - ხოსე პერალესსა და ვიქტორ მონხილს დინამოსთან არსებული კონტრაქტი დაუსრულდათ და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებენ. დინამო თბილისი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის, საჩემპიონო სეზონისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.