• Geo
  • Eng
30.01.2012
თორნიკე ზარქუა – ვალდებული ვარ, ნებისმიერ მომენტში გამოვადგე გუნდს

ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელის გელა ჭანტურიას განკარგულებაში სამი მეკარეა – გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა და კოკა სეფიაშვილი. დღეს დინამოსა და საქართველოს ახალგარდული ნაკრების წევრთან, თორნიკე ზარქუასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

თორნიკე ზარქუა - ხანგრძლივი შეკრების ბოლო დღეებია და ცოტა გადაღლილები ვართ. ეს შეკრებამ იცის. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. ვცდილობ მეკარეების მწვრთნელის გელა ჭანტურიას ყველა დავალება შევასრულო. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ლორიას ასეთი დონის მეკარედ ჩამოყალიბებაში. ლორია საქართველოში ყველაზე მაგარი მეკარეა. ბევრი ძლიერი ევროპული კლუბი ინატრებდა ასეთი მაღალი კლასის მეკარეს. ჩვენ სეფიაშვილიც შემოგვიერთდა, რომელიც სანაკრებო შეკრებაზეც არის ნამყოფი. ნაკრებში კი ტყუილუბრალოდ არავის ეძახიან. ჩემთვის სასიამოვნოა ორი ასეთი ძლიერი პროფესიონალის გვერდით ყოფნა და მათთან კონკურენცია. მე ვალდებული ვარ, ნებისმიერ მომენტში, როდესაც საჭიროება იქნება მზად ვიყო და ჩემი თამაშით გუნდს გამოვადგე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024