26 წლის სლოვაკმა ფლანგის შემტევმა ფილიპ ორშულამ დინამოსთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფილიპი ბოლოს სპარტაკ ტრნავაში თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი მანჩესტერ სიტის, ტვენტეს და უიგანის ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა. შემდეგ ბრატისლავას და ლიბერეცის სლოვანის ღირსებას იცავდა.