დღეს დინამოს ვეტერანი ნახევარმცველის – ალექსი ილიადის იუბილეა. სოხუმში დაბადებული ფეხბურთელი დღეს 75 წლის გახდა. ილიადი ჩვენი კლუბის ღირსებას 1963 წლიდან 1971 წლამდე იცავდა. 121 ჩატარებულ შეხვედრაში ათჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. არის სსრკ– ს პირველობის პრიზიორი 1969 წელს დ 1970 წლის თასის გათამაშების ფინალისტი. სსრკ- ს ახალგაზრდული და ოლიმპიური ნაკრების წევრი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი 1986 წლიდან, დღეისათვის ათენში ცხოვრობს. დინამოელები ვულოცავთ ილიადის დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ იუბილარს.