ჩვენს კლუბში ახალწვეულია. ამიერიდან დინამოს ღირსებას 25 წლის ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე დაიცავს. ნიკამ, რომელიც დინამოს აღზრდილია და ჩვენი გუნდის დუბლებშიც უასპარეზია, დინამოსთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიის, რიგის, ლვოვის კარპატის და საბურთალოს ღირსებას იცავდა.