• Geo
  • Eng
19.04.2014
დინამომ პირველი ადგილი განიმტკიცა

დღეს რუსთავში ეროვნული პირველობის XXVII ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი მეტალურგს დაუპირისპირდა. შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე- 19 წუთზე დინამოს ესპანელმა გოლეადორმა- ჩისკომ გახსნა. კვირკველიას წამოწყებული შეტევა კარგად გაითამაშეს მარცვალაძემ და ჩისკომ, რასაც ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. შეხვედრის მეორე ნახევარში დინამოელებს კიდევ არაერთხელ მართებდათ გოლის გატანა. მატჩის 88- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპუნაშვილმა მეორე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრილმა მერებაშვილმა ზუსტად უპასა პაპუნაშვილს, რომელმაც ძლიერი დარტყმით საფინალო ანგარიში დააფიქსირა. დინამომ მეტალურგი 2:0 დაამარცხა. დაგროვებული 58 ქულით თბილისელებმა განიმტკიცეს პირველი ადგილი და უშუალო მდევარს უკვე 9 ქულით უსწრებენ.

მეტალურგი 0:2 დინამო

გოლები: 0:1 ჩისკო 19’  0:2 პაპუნაშვილი 88’

გაფრთხილება: ხურცილავა 11’  ექვთიმიშვილი 31’  კვირკველია 45’  მახვილაძე 63’ 

მეტალურგი: ბედიაშვილი, მიქაბერიძე, ჩირგაძე, ქავთარაძე (კაკაშვილი 78), კილასონია, დობროვოლსკი (ცნობილაძე 75), ჩიმაკაძე, მახვილაძე, გიგაური (ვასაძე 58), საჯაია, ექვთიმიშვილი

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 60), მერებაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, რეხვიაშვილი, მარცვალაძე (მოდებაძე 81), ძარია, ჩისკო (გოგა 89)

არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024