30 მარტს, დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო სამტრედიას უმასპინძლებს.
მედიის წარმომადგენლებს მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად გთხოვთ განაცხადები გამოაგზავნოთ 29 მარტის ბოლომდე ელექტრონულ მისამართზე
media@fcdinamo.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით შემოსული მოთხოვნა აღარ განიხილება.
აკრედიტაციები მატჩის დღეს დინამო არენას მედია დარბაზში გაიცემა.