• Geo
  • Eng
01.02.2012
პირველი ვარჯიში გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა დღეს ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართეს. დილით გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დინამოელებს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ წარუდგინა. საღამოს კი გიორგი დევდარიანმა პირველი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნაში მონაწილეობა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებების გამო არ მიუღიათ: ძარიას, კაკუბავას, ხოჭოლავას, მერებაშვილს, ლომიძეს, ჰომოლას, რეხვიაშვილს და ალვაროს. მსუბუქად ივარჯიშა პარუნაშვილმა, ინდივიდუალურად ხმალაძემ.

გიორგი დევდარიანი – პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. ეს გუნდთან ერთად გატარებული პირველი დღე იყო და იგი ყოველთვის იქნება ჩემს მეხსიერებაში. ვარჯიშმა საქმიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა სჯობდა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე ჩაევლო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დინამოს პოტენციალში და დარწმუნებული ვარ რომ გუნდი მალე იპოვნის თავის თამაშს და გაახარებს ქომაგს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024