დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე სპარინგ მატჩი ჩაატარეს. კახა ჩხეტიანის გუნდი სერბული სუპერლიგის რადნიკს შეხვდა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდი ცდილობდა მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას. დინამოელები ფლანგებიდან ცდილობდნენ შეტევის გამწვავებას და ტაიმის ბოლოს თორნიკე კაპანაძის ძლიერად დარტყმულით ანგარიშიც გახსნეს. მეორე ტაიმის დებიუტში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. დინამომ სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდო და შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაატარა, თუმცა 75- ე წუთზე თბილისელებმა კურიოზული გოლი მიიღეს საკუთარ კარში. იოკიჩმა საკუთარი ნახევრიდან მოიგერია ბურთი, კარიდან წინ გამოსული გიორგი მამარდაშვილი ვერ შეწვდა ბურთს და რადნიკი დაწინაურდა. სამიოდე წუთში თბილისელებმა ლამაზი კომბინაციით აღადგინეს სტატუს ქვო- გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა. საბოლოოდ არაერთი მცდელობის მიუხედავად მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა 2-2 დასრულდა.
დინამო 2-2 რადნიკი
დინამო: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, კუცია, ნინუა, კუხიანიძე, ორშულა, კაპანაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: მამარდაშვილი, იაშვილი, სანდოხაძე, ქიმაძე, ქარდავა, ზარია, მუჯირი, ბუღრიძე, ახვლედიანი