• Geo
  • Eng
01.01.2020
დინამოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

გილოცავთ ახალ 2020 წელს!
დაე ეს წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.


ყველა დინამოელს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს მინდა ახალი წარმატება და წინსვლა ვუსურვო.


გასული წელი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ტრადიციულად ნაყოფიერი გამოდგა, დინამოს ასაკობრივი გუნდები არაერთ ასაკში გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და საერთაშორისო ასპარეზზეც გამოიჩინეს თავი. საქართველოს ეროვნულ და ყველა ასაკობრივ ნაკრებებში ოთხმოცდახუთმა დინამოელმა ითამაშა, რაც ჩვენი კლუბისთვის საამაყო მაჩვენებელია.

გამარჯვებით დაასრულა სეზონი ჩვენმა პირველმა გუნდმა და სამწლიანი ლოდინის შემდეგ დავიბრუნეთ საუკეთესო გუნდის წოდება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მთელი სეზონის მანძილზე გუნდის წინსვლაში წვლილი შეიტანა. გაორმაგებული შემართებით ველოდებით ახალ სეზონს და მჯერა მივაღწევთ წარმატებას.


აღებული გეზი უცვლელია - დინამო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას, მათ ხელშეწყობას და დაწინაურებას.


ვულოცავ ახალ წელს ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგლითონი უნდა იყვნენ ახალი თაობისთვის. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ასე იქნება მომავალში.


ბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2020 წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
 


დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024