ესპანური შეკრების ბოლო დღეს დინამოელებმა ორჯერადი ვარჯიში ჩაატარეს. გუნდი პარასკევს გეზს მალაგისკენ აიღებს, საიდანაც პაბლო პიკასოს სახელობის საეთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის გავლით სამშობლოში დაბრუნდება. შაბათს, გიორგი დევდარიანი ფეხბურთელებს დასვენების საშუელებას მისცემს. 5 თებერვლიდან კი ჩემპიონატისთვის მზადებას გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს.