დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელები ფან-კლუბის წევრებს შეხვდნენ. გულშემატკივართა კითხვებს ფეხბურთელებთან ერთად გუნდის მთავრმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა და კლუბის მმართველმა დირექტორმა სანდრო შახოვმა უპასუხეს. დინამოს ფან-კლუბ გლადიატორების წევრების მიერ დასმულ კითხვებს გულახდილი პასუხები გაეცა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დინამოსა და მისი გულშემატკივრების ერთობას. შეხვედრის ბოლოს დამსწრეთ კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია შეუერთდა და გამოთქვა რწმენა, რომ დინამო მოკლე პერიოდში შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას და ღირსეულად იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის.