• Geo
  • Eng
08.01.2020
ომარ მიგინეიშვილი დინამოში

დინამომ კიდევ ერთი გოლკიპერი დაიმატა. ჩვენი კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე 35 წლის ომარ მიგინეიშვილი დაიცავს, რომელსაც დინამოს ფორმა 2014/2015 სეზონში ემოსა და დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაუტარებია. ომარ მიგინეიშვილმა სხვადასხვა დროს ქუთაისის ტორპედოს, დინამოს თბილისის, გორის დილას, ცხინვალის, სამტრედიის, რუსთავის და საბურთალოს შემადგენლობაში ითამაშა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024