11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისიც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ დინამო თბილისია.
A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი და შალკე 04 იასპარეზებენ.
B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან - ჰერტასთან, იუნიონთან და ტენის ბორუსიასთან ერთად ბრემენის ვერდერი იასპარეზებს.
დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგ დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.
ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:
11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs. ლევერკუზენის ბაიერი
11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs. დორტმუნდის ბორუსია
12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs. შალკე04
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.