დინამო თბილისის 17 და 19 წლამდე გუნდები აგრძელებნ თურქულ შეკრებას. გოჩა ჩიქოვანის გუნდი მზადების ფარგლებში ანტალიასფორის 17 წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და ჯადული იობაშვილის გოლით 1-0 დაამარცხა მეტოქე. 19 წლამდელები საფეხბურთო კლუბ ვისტას ძირითად შემადგენლობას გაეჯიბრნენ და 0-3 დათმეს მატჩი. დინამოელები შეკრებაზე კიდევ თითო მატჩს ჩაატარებენ. 20 თებერვალს 17 წლამდელები მოსკოვის დინამოს შეხვდებიან, ხოლო მომდევნო დღეს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მოსკოვის სპარტაკს გაეჯიბრება. დინამოელები თბილისში 22 თებერვალს დაბრუნდებიან და მოახლოებული ასაკობრივი პირველობისთვის განაგრძობენ მზადებას.
U17 დინამო: ბერუაშვილი, გოგოტიშვილი, დუნდუა, უგრეხელიძე, უბილავა, სიჭინავა, სიხარულაშვილი, ბაბლუანი, გეგიაძე, შიოლაშვილი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ლაბარტყავა, გოგობერიშვილი, ესებუქა, შენგელია, თოფურია, აბრამიშვილი, თუთაშვილი
U19 დინამო: კუტალაძე, კვარაცხელია, მაისურაძე, ერაძე, მირზიკაშვილი, შალიკაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჩხეტიანი, ზურებიანი
შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ოსიყმაშვილი, სალუქვაძე, ქოჩაკიძე, კონიაშვილი, აზაროვი