თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა ბოლო სპარინგ მატჩი გამართეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მოსკოველებმა გახსნეს, რასაც ზუსტი დარტყმით ლუკა ბაბლუანმა უპასუხა. მეტოქე მეორედაც დაწინაურდა, ხოლო თანაფარდობა საბა გეგიაძემ აღადგინა. საბოლოოდ გამარჯვების გოლი ნიკა უგრეხელიძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიმდინარეობის დიდ ნაწილს თბილისელები აკონტროლებდნენ. ამრიგად დედქალაქელთა 17 და 19 წლამდე გუნდებმა შეკრება დაასრულეს და დღეს სამშობლოში გამოემგზავრებიან.
U17 დინამო თბილისი 3-2 დინამო მოსკოვი
დინამო თბილისი: შურღაია, გოგოტიშვილი, ავალიანი, უგრეხელიძე, უბილავა, სიჭინავა, გეგიაძე, გოგობერიშვილი, იობაშვილი, შიოლაშვილი, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: ლაბარტყავა, ქეცბაია, დუნდუა, შენგელია, თოფურია, თუთაშვილი, აბრამიშვილი