დღეს დინამო თბილისი ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა და დაბინავდა. ადგილზე მზიანი ამინდია, გუნდი დაისვენებს და საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს. დინამოელები 18 იანვრიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან.
დედაქალაქელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე - ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, სანდრო კალანდაძე - ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცი, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი - ლევან მჭედლიძე, თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე ახვლედიანი და დავით მუჯირი (ორივე სინჯებზე).
არფან დაფე გუნდს ორიოდე დღეში შეუერთდება, კვამე კარიკარი ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს დროებით გამოეთიშა, ხოლო ოლექსანდრ კაპლიენკომ გუნდი დატოვა.