• Geo
  • Eng
24.02.2020
8 დინამოელი 16 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები ალბანეთში უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. 25 თებერვალს ჭაბუკი ჯვაროსნები ალჟირის ნაკრებს შეხვდებიან, 27 თებერვალს საქართველო მასპინძელს გაეჯიბრება, ხოლო 1 მარტს ლიეტუვას ვეთამაშებით.

ზურაბ ხიზანიშვილმა აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 8 ფეხბურთელს უხმო: პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი აღდგომელაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე მოლაშვილი, საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე, დავით შიოლაშვილი და რატი ხუციაშვილი აღნიშნული ტურნირისთვის მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024