• Geo
  • Eng
27.02.2020
16 წლამდელები ტიტულს მიუახლოვდნენ

ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე 16 წლამდე ჯვაროსნებმა მეორე მატჩი მასპინძლებთან გამართეს და მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის დებიუტში თავი დიმიტრი ღურწკაიამ გამოიჩინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ალბანელებმა გათანაბრება მოახერხეს 1-1. საბოლოოდ თერთმეტმეტრიან დარტყმებში ზურა ხიზანიშვილის გუნდმა 4-3 იმარჯვა. დასკვნით შეხვედრას ჩვენი 16 წლამდელები ლიეტუვასთან 1 მარტს გამართავენ და მოგების შემთხვევაში უეფას განვითარების თასსაც აღმართავენ.

ალბანელებთან ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში 6 დინამოელი გაამწესა: პაპუნა ბერუაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე მოლაშვილი, საბა გეგიაძე (კაპიტანი), ლუკა ლაცაბიძე და დავით შიოლაშვილი. გიორგი აღდგომელაშვილი კი შეცვლაზე შევიდა.

 

U16 ალბანეთი 1-1 (3-4 ) საქართველო

​U16 საქართველო: ბერუაშვილი, ბაგრატიონი (70' ლაბაძე), მოლაშვილი, ღურწკაია (61' ნ. დავრაშელიძე), ქართველიშვილი (70' ბართია), გეგიაძე (31' კალანდაძე), ბერია, ლაცაბიძე (61' ხუტიაშვილი), შიოლაშვილი (61' დვალიშვილი), ბერიანიძე (79' გ. დავრაშელიძე), ხაბურძანია (70' აღდგომელაშვილი)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024