• Geo
  • Eng
25.01.2020
დინამო 2-3 არდა

თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მეორე სპარინგ მატჩი ბულგარულ არდასთან გამართას. შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. თავად შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. დებიუტში დინამოელებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, სახიფათო ჯარიმაც დაარტყეს, თუმცა უშედეგოდ. საპასუხოდ ბულგარელებმაც მწვავე შეტევა განახორციელეს, თუმცა ბოლო მომენტში მათი მცდელობა მთელი შეხვედრის მანძილზე მაღალ დონეზე მოთამაშე ომარ მიგინეიშვილმა შეაჩერა. ტაიმის შუაში საჯარიმო დარტყმა შედეგიანად დელეფიმ გამოიყენა. დინამოელთა კიპერმა ცოტახანში ურთულესი დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ხარიხამ უკუაგდო. მეორე ტაიმი მეტოქის შეტევებით გაგრძელდა და მცირე ხანში მათ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. პენალტი ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, მალევე კი თბილისელთა დაცვის შეცდომით მეტოქემ ისარგებლა და ვასილევმა მეორე გოლი გაიტანა. არდამ მესამე გოლიც გაიტანა- რუმენოვმა დასწრებაზე ითამაშა და მეტოქე 3 ბურთით დაწინაურდა. დინამოელებმა ბოლომდე გაიბრძოლეს. შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე ახვლედიანმა ჯერ ულმაზესი სოლო რეიდით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, თუმცა ბოლო მომენტში არ გაუმართა, მომდევნო შეტევაში კი გიორგი კუხიანიძის ზუსტი გადაცემა დაამუშავა და გოლიც გაიტანა. ბოლო წუთებში თერთმეტმეტრიანი დარტყმით თამაზ ბაბუნაძემ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ მეტი ვეღარ მოასწრო ჩვენმა გუნდმა. მომდევნო სპარინგს დინამოელები 30 იანვარს ვისლა კრაკოვთან ჩაატარებენ.

 

დინამო 2-3 არდა

 

დინამო: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, კობოური, იაშვილი, ნინუა, კუცია, ქარდავა, ქიმაძე, ბუღრიძე, კაპანაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აწყურელი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ახვლედიანი, პაპავა, ბაბუნაძე, ჯანგიძე, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, მოისწრაფიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024