დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგრეთის პროფესიული ლიგის წარმომადგენელი - არდა გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.30 საათზე დაიწყება.
კირჯალის გუნდი 1924 წელს დაარსდა და 15 000- იან არენა არდაზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი ლურჯი, თეთრი და ყვითელია. ლურჯი მგლები უმაღლეს ლიგაში 2018/2019 სეზონიდან ასპარეზობენ, მიმდინარე ჩემპიონატში 20 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 28 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე ადგილს იკავებენ.
ბულგარელები თურქულ შეკრებაზე 20 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 17 იანვარს ბოტევი გილბოვს 4-0 აჯობა, ხოლო 22 იანვარს პრიშტინასთან 0-5 დამარცხდა. არდას ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი სტამენ ბელჩევი ხელმძღვანელობს.