საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 თებერვალს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ორი დინამოელი გამოიძახა – გიორგი ლორია და ირაკლი ძარია თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.