რუსთავში, ფოლადის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვარლამ კილასონია და მალხაზ ჟვანია წარდგნენ.
მალხაზ ჟვანია: ძლიერი სიცხის პირობებში ხელოვნურსაფარიან მოედანზე ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ გადაადგილება, თუმცა მუხედავად ამისა შეძლეს ბიჭებმა გოლების გატანა და სასურველი ანგარიშით შეხვედრის დასრულება.
ვარლამ კილასონია: ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. დავეთანხმები ოპონენტს, რომ ძალიან ცხელოდა და მოძრაობა ჭირდა. ჩემმა ფეხბურთელებმა ცდა და მონდომება არ დააკლეს, თუმცა ის საშემსრულებლო ოსტატობა არ ეყოთ, რაც მეტოქეს გააჩნია.