დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგ მატჩი ჩაატარეს და ბოსნიურ მლადოსტს დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ვლადიმირ ვაისი და ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდნენ. მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევაში მართებდათ დაწინაურება, თუმცა ბოსნიელთა კარი ლუკა ლოჩოშვილის დარტყმის შემდეგ ძელმა იხსნა. დინამოელებმა მატჩის მსვლელობაზე კონტროლი მოიპოვეს და შეიძლება ითქვას შეხვედრის ბოლომდე ფლობდნენ სათამაშო ინიციატივას. პირველ ტაიმში კახა ჩხეტიანის გუნდს რამენიმე მცდელობა ჰქონდა შეტევის გამწვავების. სამაგიეროდ მეტოქის პირველივე შეტევა ტაიმის ბოლოსკენ შედეგიანად დასრულდა. გოლი ზუსტი თავურით ისაკოვიჩმა გაიტანა. მეორე ნახევარში დინამოში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, თბილისელებმა ისევ უმატეს შეტევებს და მიჯრით ორ მომენტში თორნიკე ახვლედიანს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ორივეჯერ მლადოსტის მეკარემ იყოჩაღა. აქტიურად უტევდნენ ბოსნიელთა კარს ირაკლი ბუღრიძე და გიორგი ზარიაც, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. მომდევნო შეხვედრას დინამო 12 თებერვალს ოლექსანდრიას წინააღმდეგ ჩაატარებს.
დინამო: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, იაშვილი, ქარდავა, ნინუა, ქიმაძე, ორშულა, ბუღრიძე, კაპანაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, სანდოხაძე, პაპავა, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, ბაბუნაძე, ახვლედიანი